"კიდევ სცადე" - სტუდენტის პასუხი ლექტორს, რომელიც ე.წ "შპარგალკებს" ეძებდა

Facebook/ Temo Shengelaia

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ლექტორი თემურ შენგელაია Facebook-გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც გამოცდის მიმდინარეობისას გადახდენილ სასაცილო ისტორიას ყვება. 

შენგელაიას თქმით, გამოცდების წერის დროს ის ძალიან მკაცრად აკონტროლებს ე.წ "შპარგალკებს". ერთერთი მორიგი ჩამოვლისას ლექტორმა სტუდენტის ქუდის ნაკეციდან ამოშვერილი ფურცელი დაინახა, რომელიც მაშინვე ამოიღო. 

ფურცელზე ეწერა: "კიდევ სცადე". 

კომენტარები