პრემიერმინისტრის ანგარიში 2018

ბახტაძე: სიღარიბე 10%-ით შევამცირეთ

ჩვენ 2012 წლიდან რეალური ცვლილებები დავიწყეთ და ჩემი ყველა წინამორბედი მაქსიმუმს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე რთული პრობლემა – სიღარიბე, რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით შეგვემცირებინა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. ჩვენ შევძელით და დაახლოებით 10 პროცენტით შევამცირეთ სიღარიბე, მაგრამ, ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში. სამწუხაროდ, კვლავ გამოწვევად რჩება უმუშევრობა. მთავარ ამოცანად რჩება სიღარიბის დაძლევა. როდესაც ხდება ეკონომიკური ინიციატივის შეფასების კრიტერიუმი გახლავთ ეს - რამდენად დაგვეხმარება, რომ საქართველოში ერთხელ და საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს და დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმები დაგვეხმარება ამაში, მაგრამ ამასაც სჭირდება გარკვეული პერიოდი. 

თქვა საქართველოს პრემიერმინსტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები