დავით კირკიტაძის დაკავება

უგულავა: პოლიციის სიმრავლიდან წინასწარ ჩანს, რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული

პოლიციის სიმრავლიდან ჩანს წინასწარ უკვე, რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული. ის ფაქტი, რომ არ ჩაატარეს გუშინ და ატარებენ დღეს დილით, ამაზე მეტყველებს. ბავშვი არავინა არაა და ყველა ხვდება, რომ გადაწყვეტილება აქ, სასამართლოში არ მიიღება, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე, გაიგონოს 900 ათასი ადამიანის ხმა და სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს და კრიზისიდან გამოვიდეთ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თქვენი ხმა არაფერია, თქვენ უნდა დაგქსაქსოთ, თქვენ უნდა დაგიჭიროთ. მარტივად არის - ივანიშვილი გვეუბნება, რომ თქვენ ხართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ამ ქვეყანაში, რომ ეს 800 ათასი ადამიანი არ არის ჩემი მოქალაქე. ანუ პასუხისმგებლობას იხსნის და მზად არის, რომ გადაუაროს... ამიტომ ახლა უკვე დათოში აღარ არის საქმე, აქ არის საქმე ძალიან მარტივად - ან ჩვენ 800 ათასი-900 ათასი ადმიანი ვიქნებით სრულფასოვანი მოქალაქეები ამ ქვეყანაში და არავინ მოითმენს, რომ ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები და როგორც გინდა, მოარგებ კანონს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გურჯაანში, სასამართლოსთან იმყოფება, სადაც დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებასზე მიმდიანარეობს მსჯელობა. უგულავას კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს.

კომენტარები