საახალწლო წიგნის ფესტივალი

წიგნის საახალწლო ფესტივალი 21-22-23 დეკემბერს გაიმართება

საზაფხულო საკითხავი ინოვატორებისათვის
REUTERS

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, გრძელდება ყოველწლიური ტრადიცია და 21-22-23 დეკემბერს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. 

ასოციაციის ცნობით, მხოლოდ 3 დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელით. ამასთან, მათივე ცნობით, სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ძველ და ახალ გამოცემებს. 

"ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას. საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას,"- წერია ასოციაციის განცხადებაში. 

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის საელჩო საქართველოში. 

ფესტივალის მედიაპარტნიორები არიან "პალიტრა მედია" და "ტაბულა".

კომენტარები