თავდასხმა ეხო მასკვის ჟურნალისტზე

"ეხო მასკვის" მთავარი რედაქტორის მოადგილეს მოსკოვში თავს დაესხნენ

სერგეი ბუნტმანი
POLIT.RU

"ეხო მასკვის" მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელს, სერგეი ბუნტმანს, შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. 

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად Facebook-ის საშუალებით ჟურნალისტის ცოლმა, ლიდია სკრიაბინამ, გაავრცელა. 

ინციდენტი 18 დეკემბრის საღამოს მოსკოვში, რესტორან "შინოკის" სიახლოვეს მოხდა, სადაც "ეხო მასკვის" ჟურნალისტები რედაქტორის, ალექსეი ვენედიკტოვის, დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. 

ლიდია სკრიაბინის თქმით, რესტორანიდან გამოსვლის შემდეგ, ბუნტმანი პალტოთი ოდნავ გამოედო იქვე დაპარკინგებული ავტომობილებიდან ერთერთის ბამპერს, რის შემდეგაც, ავტომობილის მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, ჟურნალისტს საყელოზე მოქაჩა და შუბლზე იარაღი მიადო. 

ჩხუბისა და სროლისგან ბუნტმანი ერთერთმა თვითმხილველმა იხსნა, რომელიც ასევე ესწრებოდა ვენედიკტოვის დაბადების დღეს. 

ლიდია სკრიაბინა Facebook-ზე იმ ავტომობილის ფოტოსურათსაც აქვეყნებს, რომლის მძღოლის ჟურნალისტს თავს დაესხა. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული ავტომობილი პროსახელისუფლებო სააგენტოს TACC-ის გენერალური დირექტორის, მიხეილ გუსმანის, სახელზეა რეგისტრირებული. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ეხო მასკვის" ჟურნალისტს თავს ესხმიან. 2017 წლის ოქტომბერში "ეხო მასკვის" ერთერთ რედაქტორს, ტატიანა ფელგენჰაუერს, რადიოს შენობაში უცნობი პირი დაესხა თავს და ის ყელის არეში დაჭრა

კომენტარები