ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 15 მილიონი აშშ დოლარი იყიდა

CNBC

2018 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6594 შეადგინა.

ეს 2018 წლის რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან $145 მილიონი შეისყიდა.

ლარს ორ თვეზე მეტია, გაუფასურების ტენდენცია აქვს. ამ დროის მანძილზე ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია, პირიქით, სებ-მა 9 და 16 ნოემბერს, ასევე 10 დეკემბერს, 10-10 მლნ დოლარი შეისყიდა.

კომენტარები