ძალიან დასანანია, რომ ეს ადამიანი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და თავს უფლებას აძლევს, ასეთი ენით ისაუბროს. საერთოდ, რა ესაქმება უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ახლა, როდესაც უკრაინიდანაც გამოაძევეს, ცდილობს, რომ კვლავ დაბრუნდეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ასეთი სიძულვილით, დამოურჩილებლობისკენ და რევოლუციისკენ მოწოდებებით, მხოლოდ მატროსოვის ციხეში მოხვდება, სადაც უკვე უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილი მომსახურების არედან გასულია და ეს კაცი დასაჭერია. ამ ქვეყანაში დაპირისპირება, გახლეჩა, კვლავ სიძულვილი, მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს და მივიღებთ დანგრეულ ქვეყანას.
tbl.ge/3c6c
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე მიხეილ საკაშვილის გუშინდელი განცხადებების შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ფეისბუქ მიმართვაში თქვა, რომ ოპოზიცია არ პასიურობს, ორგანიზდება და 16 დეკემბრისთვის კარგ ფორმაში იქნება. ზოიძის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




