აშშ

გავრცელებული ცნობით, ტრამპი გაეროში აშშ-ის ელჩად ჰეზერ ნაუერს დანიშნავს

ჰეზერ ნაუერი
AFP

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე ნიკი ჰეილის შემცვლელად ჰეზერ ნაუერს დაასახელებს.

48 წლის ნაუერი Fox News-ის და ABC-ს ჟურნალისტი იყო და 2017 წლის აპრილიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერია.

ტრამპის მიერ მისი კანდიდატური წამოყენების შემთხვევაში ის აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.

ნიკი ჰეილიმ გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე თითქმის ორი წელი გაატარა და თანამდებობა ოქტომბერში დატოვა. მას ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

კომენტარები