ნიკა რურუა

კვირიკაშვილი რურუაზე: როცა ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვაობა აქტუალობას კარგავს

მე ნიკოლოზს ვიცნობ არაერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან. ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა, პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს. ამიტომ მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამქვეყნიდან

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ნიკა რურუას გარდაცვალების გამო. პოლიტიკოსი 4 დეკემბერს, შსს-ის პირველადი ინფორმაციით, ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. მას 6 დეკემბერს დაკრძალავენ.

კომენტარები