ფუტსალი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში უნგრეთის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით - 3:2 დასრულდა. ქართველთა მხრიდან თითო გოლი ირაკლი თოდუასა და თალესის ანგარიშზეა, ერთი ბურთი კი, საკუთარ კარში ჯოზეფ ტატაიმ ჩაჭრა.

საქართველო 3:2 უნგრეთი

ოლიმპიური სასახლე, თბილისი


საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, სიმი საიოტი

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, ჯამბურია, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, თოფურია, ქურდაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

უნგრეთი: ალაშტიჩი, კლაჩაკი, შიშკა, კომარომი, ტატაი

სათადარიგო შემადგენლობა: ვარშნი, რიჩარდი, ნაგი, ტარი, რაბლი, ვაში, დროტი, ბორომისა, ტამაში

მთავარი მწვრთნელი: იოზეფ ტურზო

მსაჯები: შოთა ქუხილავა, ლევან ვარამიშვილი, ზვიად ბლიაძე

გოლები: 1:0 ტატაი (ს.კ), 1:1 ტატაი, 1:2 დროტი, 2:2 თოდუა, 3:2 თალესი

 

კომენტარები