მოდა

შანელი ბუნებრივ ბეწვს და ეგზოტიკური ცხოველების ტყავს აღარ გამოიყენებს

harper's bazaar

შანელი ბუნებრივ ბეწვსა და ეგზოტიკური ცხოველების ტყავს კოლექციებში აღარ გამოიყენებს.

ფრანგული მოდის სახლი კერძოდ ნიანგის, ხვლიკის, გველისა და კონკრეტული თევზების ტყავს აღარ გამოიყენებს. ამის მაგივრად შანელი იმუშავებს ისეთი მასალებით, რომლებიც შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.

შანელის მოდის პრეზიდენტის ბრუნო პავლოვსკის თქმით, თითქმის შეუძლებელი გახდა გამოიყენო ეგზოტიკური ცხოველის ტყავი და ამის პარალელურად იყო ეთიკური.

"ჩვენი გამოცდილებით ძალიან ძნელი ხდება ეგზოტიკური ცხოველების ტყავის მოძიება", - თქვა ბრუნო პავლოვსკიმ.

შანელი არ არის პირველი მოდის სახლი, რომელმაც უარი თქვა ბუნებრივი ბეწვისა და ტყავის გამოყენებაზე, აქამდე ეს გუჩიმ, ვერსაჩემ, ბარბერიმ და მაიკლ კორსმა გააკეთეს.

კომენტარები