დევიდ მაქგრევი

ძიძას, რომელმაც 3 ბავშვი მოკლა, ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ

BBC

ძიძა, რომელმაც 3 ბავშვი მოკლა და მათი სხეულები ბაღის ღობეზე გააკრა, ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ.

დევიდ მაქგრევის სამუდამო პატიმრობა 1973 წელს მიუსაჯეს, 4 წლის პოლ რალფის, 2 წლის დავნის და 9 თვის სამანტას მათივე სახლში, უორკესტერში მკვლელობის გამო.

მათი დედა, ელსი ურო Sun-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ის ითხოვდა, მაქგრევი, რომელიც ცნობილი გახდა უორკესტერის მონსტრის სახელით, ციხეში დაეტოვებინათ.


ფოტო: BBC

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის ანგარიშში წერია, რომ ის "მნიშვნელოვნად შეიცვალა" ამ 45 წლის განმავლობაში.

კომისიამ დაადასტურა, რომ მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება ზეპირი მოსმენის შემდეგ გადაწყვიტეს.

მაქგრევის თქმით, მან ბავშვები დახოცა, რადგან ერთ-ერთი მათგანი შეუწყვეტლად ტიროდა. 

ბავშვების დედა ასევე აღნიშნავს, რომ 60-იანებში მაქგრევი მისი ქმრის მეგობარი იყო, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობდა, რადგან თავის მშობლებთან პრობლემები ჰქონდა.

მკვლელობის ღამეს, მას ბავშვები 1 საათით დაუტოვეს, რადგან ბავშვების დედა სამსახურში იყო. ელსის თქმით, ისინი ფულს ახალი სახლის საყიდლად აგროვებდნენ. 

"მე ვგრძნობ, რომ ადამიანები მე მადანაშაულებენ იმაში, რაც მოხდა, რადგან იმ ღამეს ვმუშაობდი" - ამბობს ბავშვების დედა.

ბავშვების დედა დარწმუნებული იყო, რომ გამომდინარე დანაშაულის სიმძიმისა, მკვლელი ვერასდროს ივლიდა თავისუფლად. როგორც თვითონ ამბობს, მას უღალატეს.

კომენტარები