არჩევნები 2018

სტრონსკი: ოცნებას შემდეგ არჩევნებზე დაშინების ტაქტიკის ნაცვლად, მიღწევები უნდა ჰქონდეს

ოპოზიცია ვფიქრობ, უფრო წარმატებული იქნება, თუ პოლიტიკის ან პროგრამის გარშემო გაერთიანდება და შეეცდება ქართული ოცნების პოლიტიკურ დებატებში ჩართავს. ქართულმა ოცნებამ ბევრი დაპირება გასცა ბოლო ექვსი წლის მანძილზე, რომლის ნაწილიც არ შეუსრულებია. ისინი შემდეგი არჩევნებისთვის უკვე 8 წელი იქნებიან ხელისუფლებაში და დაშინების ტაქტიკის ნაცვლად, უნდა ქონდეთ მიღწევები, რასაც მათ კამპანია დაეყრდნობა...

დღეს ქართულმა ოცნებამ იცის, როგორ დაამარცხოს ნაციონალური მოძრაობა. ვფიქრობ ენმ-ს სჭირდება ტაქტიკის ცვლილება და იმის მოფიქრება, როგორ გაიმარჯვოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ამომრჩევლის 40 პროცენტი შესანიშნავი ბაზაა ამისთვის. ასევე, დანარჩენი 40 პროცენტი რომელიც ისე იმედგაცრუებულია, რომ ხმის მიცემაც არ სურს. და ის ხმები, რომელიც პირველსა და მეორე ტურს შორის ზურაბიშვილისკენ წავიდა, ასევე მოპოვებადია. ამ ყველა ხმის მოგება შეიძლება, თუ ენმ სწორ მესიჯებს და გზას შეარჩევს, და იპოვის საშუალებას, თუ როგორ იმუშაოს მთავრობასთან, როგორც კონსტრუქციულმა ოპოზიციამ, როცა ეს ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია...

კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი, პოლ სტრონსკი, "ამერიკის ხმის"-თვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოში არჩევნების შესახებ საუბრობს.

კომენტარები