ჩვენ ვემზადებით ინაუგურაციისთვის, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასეთია ჩვენი დღის წესრიგი. დღეს დავინახეთ, რომ "ნაცმოძრაობას" არ აქვს არავითარი რესურსი, ქვეყანაში ხელოვნურად გამოიწვიოს დესტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენს დღის წესრიგს უნდა გავყვეთ. ველოდებით ინაუგურაციას და საპარლამენტო არჩევნებს
tbl.ge/3baw
დაკოპირდა

პირველი არხის ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე "გაერტიანებული ოპოზიცის" მოთხოვნას. დღეს პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელს სასამართლოში შეიტანს. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად "გაერთიანებული ოპოზიცია" ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს, რათა მათ სამუშაო ჯგუფი შექმნან.
ამავე თემაზე
- ბაქრაძე: ზურაბიშვილის არჩევა ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად არ მომხდარა
- რუსთაველის გამზირზე "გაერთიანებული ოპოზიციის" აქცია დაიწყო
- ბახტაძე: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია
- ვაშაძე: კონსტიტუციაში შევიტანთ შესწორებას, რომ საქართველო არასდროს გახდეს ნარკოპლანტაცია
- სალომე ზურაბიშვილი განცხადებას დღეს გააკეთებს