ავარია

ზუგდიდში ავარიას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა

metro.us

თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალზე ავარიას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდართნ დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

კომენტარები