არჩევნები 2018

ჯანგირაშვილი: აქტივობიდან გამომდინარე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ოცნებამ მოახერხა გაყალბება

15 საათის აქტივობის მონაცემებიდან გამომდინარე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ოცნებამ მოახერხა გაყალბება. აწი რა შედეგები დაიდება ოფიციალურად დიდი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის.

წერს ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი Facebook-ზე. ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე, 15:00-სთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 38.8%-ია. ეს 1 363 493 ამომრჩეველია. პირველ ტურში იმავე დროს აქტივობა 30.98% იყო - 1 085 730 ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ წინა ტურთან შედარებით, 15:00-ზე საკუთარი არჩევანი 277 763-ით მეტმა მოქალაქემ გააკეთა.

კომენტარები