არჩევნები 2018

მარგველაშვილი: ზოგისთვის ეს რთული არჩევანია, მაგრამ მოგიწოდებთ, მიხვიდეთ არჩევნებზე

მინდა, მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი აქტიურობა, რომელსაც ვხედავ საარჩევნო უბანზე. მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს თავისი ბიულეტენი, დააფიქსიროს არჩევანი, ითამაშოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირების პროცესში. მადლობა ასეთი აქტივობისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს აქტივობა გაგრძელდება მომავალშიც, რაც გარანტიაა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე, იქნება ნაკლები დარღვევები. 

თქვა გიორგი მარგველაშვილმა. მოქმედმა პრეზიდენტმა ხმა მე-6 საარჩევნო უბანზე მისცა. 

კომენტარები