არჩევნები 2018

სააკაშვილი: რა დროს ქარდავას, ადეიშვილის, ახალაიების მოსვლაა? არსად არავინ არ მოდის

ხან ვისით აშინებენ ხალხს, ხან ვისით - ვიღაც ქარდავა, ადეიშვილი, ახალაიები, რა დროს მაგათი მოსვლაა? და რა გინდათ თქვათ, სად უნდა მოვიდნენ? ჯერ ერთი, ეგენი იყვნენ პოლიციელები და ისინი... პოლიციაში უნდა დავტოვოთ პროფესიონალები თუ რაღაც დანაშაული არ ჩაიდინეს და, ის ხალხი არსად არავინ არ მოდის, უნდა მოვიდეს სრულიად ახალი ხალხი, სრულიად სხვა სისტემა, მოსამართლეები უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელები, პროკურორები უნდა შეარჩიოს არასამთავრობო სექტორმა და საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამყარდეს კანონის უზენაესობა და ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს პროცედურით, ეს მაფია უნდა დამთავრდეს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook Live-ში.

კომენტარები