"რუსეთი უფრო დიდი საფრთხეა გაერთიანებული სამეფოსთვის, ვიდრე ტერორისტული დაჯგუფებები, როგორიცაა ალ-კაიდა და ისლამური სახელმწიფო" - განაცხადა ბრიტანეთის არმიის მეთაურმა.
Daily Telegraph-თან ინტერვიუში, გენერალმა მარკ კარლეტონ-სმიტმა აღნიშნა, რომ "რუსეთი სისტემატურად ცდილობს, რომ აღმოაჩინოს დასავლური სისუსტეები და მოახდინოს მათი ექსპლუატაცია არატრადიციული გზით - კიბერ, საჰაერო და წყალქვეშა ომებით".
გაერთიანებული სამეფო რუსეთს სერგეი სკრიპალის მოწამვლასა და რამდენიმე კიბერ-თავდასხმაში ადანაშაულებს.
მარტში, ყოფილი რუსი სამხედრო ოფიცერი და გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურების ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი, რომელიც საიდუმლოებებს ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს ყიდდა - თავის ქალიშვილთან ერთად ე.წ "ნოვიჩოკით" მოწამლეს.
ოქტომბერში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ "გრუ", რუსეთის სამხედრო დაზვერვა 4 კიბერ-თავდასხმაში დაადანაშაულა, მათ შორის, აშშ-ის დემოკრატიულ პარტიასა და პატარა სატელევიზიო არხზე ბრიტანეთში.
რუსეთი უარყოფს სკრიპალის მოწამვლასთან რაიმე კავშირს და კიბერ-თავდასხმების ბრალდებებს "მდიდარ ფანტაზიას" უწოდებს.
54 წლის გენერალი სმიტი აქტიურად მონაწილეობდა ოსამა ბინ ლადენის ძებნასა და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში სირიასა და ერაყში.