არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

აჯიკის რეცეპტს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების მეთოდოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, არამატერიალური კულტურული ძეგლის მინიჭება ყველა ასეთი პროდუქტის, რომელიც ქართულ იდენტობასთან არის დაკავშირებული, ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის აფხაზური და მეგრული აჯიკისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება. პარალელს გავავლებ, როდესაც ჩვენ დამბალ ხაჭოს მივანიჭეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, დღეს ძალიან პოპულარულია და საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. ასე რომ იმედი მაქვს არამატერიალური კულტურული ძეგლის მინიჭება ყველა ასეთი პროდუქტის რომელიც ქართულ იდენტობასთან არის დაკავშირებული, ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას",- ამბობს ნიკოლოზ ანთიძე. 

 

კომენტარები