ევროპარლამენტი

CDU-მ ქართველი ქეთი ლანგრეა ევროპარლამენტის წევრობის კანდიდატად დაასახელა

ქეთი ლანგრეა
Facebook

გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის გაერთიანება OMV-ის აღმოსავლეთ და შუა გერმანიის თავმჯდომარე, ქეთი ლანგრეა ევროპის პარლამენტის წევრობის კანდიდატად დაასახელეს. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა:

"ევროპარლამენტის კანდიდატად ჩემი ნომინირებისთვის მადლობა გერმანიის ქრისტიანულ დემოკრატიულ პარტიას. მსურველი ბევრი იყო და ადგილები ცოტა. ისედაც მგონი პირველი ქართველი კანდიდატი ვარ.

ხომ იცით, აქაური პასპორტები ვისაც გაქვთ, მიდიხართ და ხმას მაძლევთ. მაგაზე ორი აზრი არ არსებობს.

მითუმეტეს რომ არჩევნები 26. მაისს იქნება.

P.S. ვისაც გერმანული პასპორტი არ გაქვთ, დალაიქება მაინც არ დაგეზაროთ."


არჩევნები 2019 წლის 23-26 მაისს გაიმართება. ამჟამად გერმანიას ევროპარლამენტში 96 ადგილი აქვს გამოყოფილი.

კომენტარები