არჩევნები 2018

ივანიშვილი არჩევნებზე: ეგზიტპოლების შემდეგ მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი

მე ვიყავი რა თქმა უნდა ჩართული, მაგრამ ისევ ძველ გუნდს და ძველ ინფორმაციაზე დაყრდნობით. იმ დონემდე იყო გუნდი დარწმუნებული საკუთარ ძალებში რომ კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუტარებიათ. რეალურად პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი. ეგზითპოლების შემდეგ მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი. ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდგომ. არათუ გრძნობადობა, მოლოდინი ქონდათ აბსოლუტურად აცდენილი რეალობასთან. 14 % სხვაობა სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია. 

ქართული ოცნების თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში

კომენტარები