არჩევნები 2018

ივანიშვილი: გუნდი იმდენად თვითდაჯერებული იყო, რომ პროფესიონალური კვლევები არ ჩაუტარებიათ

აშკარად ჩანს რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის. გაჩნდა ბზარი ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის. ამას მრავალგვარი მიზეზები აქვს, მე ყველას არ ჩამოვთვლი. ერთ-ერთზე გეტყვით რომ გუნდი რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლს და ყველა შტოს ფლობს, როგორც წესი თვითდაჯერებულობა ემატება, ერთ-ერთზე გავაკეთებდი მე მახვილს, რომ ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა რაც და როგორც ვითარდებოდა ურთიერთობა საზოგადოებასთან. ამის კარგი გამოხატულება გახდა თუგინდ ის, რომ პირველ ტურში რამდენად ველოდებოდით ამ შედეგებს. მე ვიყავი რა თქმა უნდა ჩართული, მაგრამ ისევ ძველ გუნდს და ძველ ინფორმაციაზე დაყრდნობით. იმ დონემდე იყო გუნდი დარწმუნებული საკუთარ ძალებში რომ კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუტარებიათ. რეალურად პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი. 

ქართული ოცნების თავჯდომარე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები