არშემდგარი ქორწილი

ქორწილში ქალმა საქორწინო ფიცის ნაცვლად ის მესიჯები წაიკითხა, რომელშიც საქმრო ღალატობდა

Vogue.com

ქორწილის წინა დღეს ქალმა აღმოაჩინა, რომ საქმრო ღალატობდა.

ქისი და ალექსი ერთმანეთს 6 წელი ხვდებოდნენ და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთზე ექორწინათ.

ქორწილის წინა დღეს ქისი თავის მეგობრებთან ერთად ერთობოდა, როდესაც მან უცნობი ნომრისგან მესიჯი მიიღო. მესიჯში ქისის საქმროს და სხვა ქალის მიმოწერის სქრინები იყო, რომელსაც მესიჯად უცნობი პირისგან მიწერილი ჰქონდა - "მე მასზე არ ვიქორწინებდი, შენ?".

მესიჯების მიხედვით ქისიმ გაარკვია, რომ მისი საქმრო ღალატობდა.

"შენი სხეული შეუდარებელია და შენ იცი როგორ გამოიყენო ის. ვისურვებდი, ჩემს შეყვარებულს შენი უნარების ნახევარი მაინც ჰქონდეს. ძალიან მომენატრე, სულ შენზე ვფიქრობ, არასდროს მქონია მსგავსი კავშირი ვინმესთან", - წერდა ალექსი ქალს.

ქისიმ მეგობრების რჩევას არ დაუჯერა და გადაწყვიტა, რომ მეორე დღეს ქორწილზე მაინც მისულიყო და ყველაფერი იქ გამოეცხადებინა.

მეორე დღეს ქისი ქორწილზე მივიდა, იქ მისი საქმრო და მეგობრები იყვნენ. მან გამოაცხადა, რომ ქორწილი არ შედგებოდა.

"აღმოჩნდა, რომ ალექსი არ არის ის ადამიანი, ვინც მეგონა რომ იყო", - გამოაცხადა ქისიმ.

ამის შემდეგ ტელეფონი ამოიღო და ის მესიჯები წაიკითხა, სადაც ალექსი სხვა ქალს წერდა.

"მე ძალიან მიყვარხართ და მიუხედავად ამ საშინელებისა მოხარული ვარ რომ აქ ხართ. დღეს ქორწილი არ იქნება, მაგრამ ამის მაგივრად ჩვენ აღვნიშნავთ გულწრფელობას, ნამდვილი სიყვარულის პოვნას და საკუთარი გულის დაჯერებას, მაშინ კი როდესაც გტკივა", - თქვა ქისიმ. 

კომენტარები