ვალების განულება

ვივუსი: სამინისტროს ჩვენი წინადადება 2-ჯერ გავუგზავნეთ, თუმცა კონტაქტზე არ გამოსულან

კომპანია ვივუსი ფინანსთა მინსიტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ ვალების განულების პროგრამაშ მონაწილეობაზე უარი თქვა. კომპანიის განმარტებით, მათ ფინანსთა სამინისტროს ორჯერ გადაუგზავნეს მონაცემები და პირობები მათი პორტფელის შესახებ, რათა სამინისტროს მიეღო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, თუმცა კომპანიას არავინ დაკავშირებია.

"დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე." - წერია კომპანიის განცხადებაში. 

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართული ბრიფინგისას ისაუბრა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. 

შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

დღესვე ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ერთადერთი კომპანია, ვინც მათთან არ ითანამშრომლა არის ვივუსი, დაშესაბამისად მის კლიენტებს ვალები არ გაუნულდებათ.

კომენტარები