ვალების განულება

მაჭავარიანი: შეეხოთ თუ არა ვალების განულება, სპეციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ გადამოწმება

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, შავ სიაში მყოფ პირებს ინფორმაციის გადამოწმება იმის შესახებ, შეეხოთ თუ არა ვალების განულება, სპეციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ, რომელიც საახლოებით სამი დეკემბრისთის ამუშავდება. 

"მოხდება ბაზების შეჯერება და ერთიანი დიდი ბაზის გაკეთება, სადღაც სამი დეკემბრისთვის იქნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც  თითოეულ ადამიანს შეეძლება შევიდეს შეიყვანოს თავისი მონაცემები და შეამოწმოს შეეხო თუ არა ვალის განულება. პირადი მონაცემები დაცული იქნება დეტალები არ გამოვა, უბრალოდ ნახავს წითელ ან მწვანე ნიშნულს შეეხო თუ არა. შემდეგ დასაზუსტებლად იმ საფინანსო ინსტიტუტს მიმართავს, საიდანაც ჰქონდა სესხი აღებული." - თქვა ფინანსთა მინისტრმა. 

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართული ბრიფინგისას ისაუბრა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. 

კომენტარები