ვითარება საავტომობილო გზებზე

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო გზის წმენდა ვერ ხერხდება

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიიღეს ცნობა, რომლის მიხედვით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ზვავსაშიშროებაა. უწყებაში ამბობენ, რომ ამის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, მათ შორის, მძიმე ტექნიკისაც, რომელსაც გზა უნდა გაეწმინდა.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი ორგანიზაცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ დიდთოვლობის დროს, როგორც კი ზვავსაშიშროება მოიხსნება და გზის წმენდის ნებართვას გასცემს გარემოს ეროვნული სააგენტო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მყისიერად დაიწყებს გზის გაწმენდით სამუშაოებს და საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება", - აღნიშნავენ უწყებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, დაემორჩილონ მათი უსაფრთხოებისთვის საავტომობილო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და ზვავსაშიშროების დროს აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები