ბერა ივანიშვილის ქორწილი

სააკაშვილი: დაკეტეს სვეტიცხოველი, გაგიგიათ ჩემს შვილს ვინმე შეეწუხებინა?

ეკლესია დამეხურა?! როდესმე გაგიგიათ ჩემს შვილს ედუჩას ან ნიკუშას ვინმე შეუწუხებია?! ათას რამეს მიგონებდნენ... ამ დროს კაცი მივიდა, დაკეტა სვეტიცხოველი, გადააქცია პროვინციული რიტუალების ადგილად, დადგა სკამები (ახლა მოინდომა ქართული ეკლესიის რეფორმირება, თურმე სკამები უნდა იდგეს) არ შეუშვა ხალხი. ეკლესია რომელიც არავის არასდროს დაუკეტია, ეკლესია რომელიც ყველასია. ამაზე facebook-ზე დაწერეს "ოო, სააკაშვილი ანგრევდა ეკლესიებს" - რომელი ეკლესია დავანგრიე? გლდანის ფარდული? რომელზეც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იძახდა, რომ ეს კაცი არის განდგომილი, [ბასილ მკალავიშვილი] მღვდლებს ესხმის თავს და რამე ქენით ამაზე?! 600 ეკლესია აღდგა ჩემ დროს, მათ შორის ვამაყობ ფოთის საკათედრო ტაძრით და განსაკუთრებით ბაგრატით. სამება რომ მიიწერა ივანიშვილმა, პირველი, რაც ვქენი, როცა პრეზიდენტად მოვედი, ფული გამოვყავი სამების დამთავრებაზე და მთელი საქართველო აშენებდა. ვიღაცის  ყულაბაში ჩაგდებული 50 ლარი უფრო მეტი იყო ვიდრე ივანიშვილის 50 მილიონი, რადგან ადამიანმა ბოლო 50 ლარი ჩადო. მერე მოოქროვილი გუმბათი ჩემი ინიციატივა იყო, სახელმწიფო ფულით გაკეთდა სამების მნიშვნელოვანი ნაწილი. ივანიშვილის იყო ძალიან პატარა ნაწილი იმის, რაც ხალხმა დადო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ის Live ჩართვისას

კომენტარები