თბილისის მეტრო

მეტროს ლიანდაგებში მამაკაცი ჩავარდა - ის უვნებლად ამოიყვანეს

თბილისის მერია

ისნის მეტროს ლიანდაგებში მამაკაცი ჩავარდა - დაახლოებით 20 წუთის მანძილზე, მეტროს მოძრაობა შეფერხებული იყო. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ტაბულას უთხრეს, რომ მგზავრი "გაუფრთხილებლობით ჩავარდა". მათი ცნობით, სადგურისკენ მოძრავი მატარებელი გვირაბშივე გაჩერდა, ამის შემდეგ, ძაბვა მოიხსნა და მამაკაცი უვნებლად ამოიყვანეს. 

ადგილზე მისულები იყვნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, რომ მგზავრს არანაირი დაზიანება არ ჰქონია.

კომენტარები