ქართული ოცნების ოფისთან, სადაც მმართველი გუნდის კონსულტაციები მიმდინარეობს, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებს პანკისიდან ჩამოსული ადამიანები შეუერთდნენ. ისინი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯას ითხოვენ.
"ოცნება კლავს", "სოსო გოგაშვილი მკვლელია", "დაისაჯოს თემირლანის მკვლელი", "სისტემამ მოკლა თემირლანი" - ამ ბანერებით აპროტესტებენ აქციის მონაწილეები 20017 წლის დეკემბერში პანკისის სპეცოპერაციის დროს, თემირლან მაჩალიკაშვილის მძიმედ დაჭრას. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.