თბილისის მერია

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

პირველი რადიო

თბილისის მერიის ცნობით, ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 00:00 საათამდე მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

შესაბამისად, ორთაჭალიდან ნიკოლოზ ბარათაშვილისა და კოტე აფხაზის ქუჩებისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს.

ავტობუსები და მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე, შემდეგ ვირსალაძის ქუჩიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროსკენ მობრუნდებიან, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

კომენტარები