ხორავას ქუჩის საქმე

მდინარაძე: თუ კარვის დადგმაზეა საუბარი, ზაზა სარალიძეს ამის უფლება არ უნდა შეეზღუდოს

თუ კარვის დადგმაზეა საუბარი, ზაზა სარალიძეს ამის უფლება გააჩნია და მე ვფიქრობ, მას ეს უფლება არ უნდა შეეზღუდოს. ჩვენ არავის არ შევუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას, ეს ჩვენი სტილი არ არის. მეორე საკითხია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შვილმკვდარი მამა, მთელი ეს პროცესი, გამოყენებულია ძალიან ბინძურად - მაგალითად, პერსონალურად კახი კალაძის საწინააღმდეგოდ, რომლის უწყებამ, მერიამ უბრალოდ თხოვნა და გაფრთხილება დააფიქსირა ზაზა სარალიძის მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის მანძილზე, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის ან საწვიმრის გაშლის უფლებას არ აძლევდნენ. პოლიციასთან ერთერთი დაპირისპირების დროს, სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალიც წარუდგინეს. გუშინ აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" გაიმართა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავროებმა და მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე 20-მდე კარავი მაინც გაშალეს.

კომენტარები