დიდიე დროგბა

დიდიე დროგბამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ვეტერანმა კოტ'დივუარელმა ფორვარდმა დიდიე დროგბამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულო. აფრიკელმა უკანასკნელი მატჩი "ფენიქს რაიზინგის" მაისურით ჩაატარა. 

დიდიე დროგბამ სახელი ლონდონის "ჩელსიში" ასპარეზობით გაითქვა. ინგლისურ კლუბთან ერთად, მან 2012 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. "ჩელსის" გარდა, დროგბას "მარსელში", "შანხაიში", "გალათასარაისა" და "გენგამში" უთამაშია. 

დროგბას საფეხბურთო კარიერაში 686 მატჩი აქვს ჩატარებული და 300 გოლის ავტორია.

კომენტარები