ნორვეგიის საელჩო

2019 წელს თბილისში ნორვეგიის საელჩო გაიხსნება

Norwegian Embassy

2019 წელს თბილისში ნორვეგიის საელჩო გაიხსნება.

"საქართველო ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტული პარტნიორია ევრაზიის რეგიონში. მრავალი წლის განმავლობაში ის რეფორმების კურსს მიყვებოდა, რომელმაც ქვეყანა დაახლოა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. ჩვენი საერთო ინტერესებიდან და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან კავშირიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, გავხსნათ საელჩო საქართველოში. მუდმივად ყოფნა თბილისში გვამყოფებს კარგ პოზიციაში, რომ მივყვეთ რეგიონში განვითარებულ პროცესებს", - თქვა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე, 2019 წლიდან ნორვეგიის საელჩო ბაქოში დაიხურება, მის მაგივრად აზერბაიჯანის მოქალაქეებს ანკარაში მდებარი ნორვეგიის საელჩო მოემსახურება.

კომენტარები