69 წლის ჰოლანდიელმა კაცმა ასაკის 20 წლით შემცირების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

Roland Heitink/AFP/Getty Images

69 წლის ჰოლანდიელი კაცი ასაკის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. მას დოკუმენტებში 20 წლით გაახალგაზრდავება და ამით სექსუალურ პარტნიორებთან შეხვედრის პერსპექტივების გაზრდა უნდა. 

ემილ რეითელბანდს სურს, მისი დაბადების თარიღად 1949 წლის 11 მარტის ნაცვლად 1969 წლის 11 მარტი იყოს მითითებული. ცვლილების მოთხოვნას ის ტრანსგენდერი ადამიანების სქესის შეცვლის მოთხოვნას ადარებს.

"ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც შეგიძლია შეიცვალო სახელი და სქესი, რატომ არ შემიძლია, გადავწყვიტო ჩემი ასაკი?", - თქვა მან. 

ქალაქ არნჰემის სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება 4 კვირის ვადაში უნდა გამოიტანოს. 

თუმცა, ქვეყნის ოფიციალური პირები ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. მათი აზრით, არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ადამიანს დაბადების თარიღის შეცვლის უფლებას მიცემს. 

ერთ-ერთმა მოსამართლემ რეითელბანდს ჰკითხა, რატომ სურდა მას ასაკის 20 წლით შემცირება. პასუხად, რეითელბანდმა უპასუხა, რომ ის ასაკის გამო თავს დისკრიმინირებულად გრძნობს, რადგან ის მისი დასაქმებისა და გაცნობის აპლიკაციაზე, თინდერზე შანსებს ამცირებს.

"69 წლის ვარ და შეზღუდული ვარ. 49 წლის რომ ვიყო, ახალი სახლის ყიდვას, მანქანის შეცვლას შევძლებ, შემეძლება მეტი ვიმუშაო", - თქვა მან. 

"თინდერზე, რადგან ვამბობ, რომ 69 წლის ვარ, არავინ მპასუხობს. 49 წლის რომ ვიყო იმ გარეგნობით, რაც მაქვს, სხვა ვითარება იქნებოდა". 

მისივე თქმით, ექიმი უდასტურებს, რომ მისი სხეული 45 წლის ასაკის სხეულს შეესაბამება. 

კომენტარები