EPP-ის რეზოლუცია

EPP რეზოლუციით ოპოზიციის წევრების ცემის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროპის სახალხო პარტიამ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტში სამი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების და კავშირის წევრობის შესახებ არის საუბარი. ევროპის სახალხო პარტია საუბრობს იმაზე, რომ "საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების განვითარება პირდაპირ გავლენას ახდენს ევროკავშირზე, ასევე აქვს ფართო გავლენა მთლიანად ევროპის კონტინენტზე", "სტაბილურობა და გრძელვადიანი კეთილდღეობა როგორც ბალკანური, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მთლიანად ევროპის კონტინენტის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის". 

EPP ასევე მიუთითებს ამ ქვეყნებში ჩატარებულ და მომავალ არჩევნებზე. 

"მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში შესაძლოა გახდეს გადამწყვეტი დემოკრატიის, კანონის უზენაესობა და შემდგომი პროევროპული განვითარების კუთხით", - წერია რეზოლუციაში. 

ევროპის სახალხო პარტია კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნავს, რომ ის არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას; ასევე გმობს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას;

EPP ასევე გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციის წევრების მიმართ თავდასხმაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ. 

კომენტარები