გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავამ რუსთავი 2-ის ჟურნალისტს მიკროფონის ნაწილი გადაუგდო

რუსთავი 2

​7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით აქციაზე მისულ რუსთავი 2-ის ჟურნალისტს რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მიკროფონის ნაწილი გადაუგდო. იმ დროს, როცა ჟურნალისტი მას კითხვას უსვამდა, ხაინდრავა მიკროფონს მისწვდა და რუსთავი 2-ის ლოგოიანი ღრუბელი მოხსნა, შემდეგ კი გადააგდო.

შემთხვევის ამსახველ ვიდეოს რუსთავი 2 ავრცელებს.

გარდა ამისა, ხაინდრავამ იქვე მყოფ პოლიციას მიმართა.

"ეს უსინდისოები, ეს მოძალადეები იქნება მომაცილოთ".

პოლიცია დაინტერესდა რა იყო მიმართვის საფუძველი და ჰკითხა რეჟისორს, ჟურნალისტი გადაადგილებას ხომ არ უზღუდავდა.

"​გადაადგილებასაც მიზღუდავს და საშუალებას არ მაძლევს, რომ ვიცხოვრო", - უთხრა პოლიციას ხაინდრავამ.

ჟურნალისტმა ანა წერეთელმა კი თქვა, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს და ბიუჯეტის ფულის შესახებ უსვამს კითხვას. რაზეც ხაინდრავამ კვლავ არ უპასუხა.

კომენტარები