კანაფის კულტივაციის შესახებ კანონი

გახარია და კობახიძე საპატრიარქოში მივიდნენ, სავარაუდოდ, კანაფის ექსპორტზე სასაუბროდ

პარლამენტი

გახარია და კობახიძე საპატრიარქოში მივიდნენ, სავარაუდოდ, კანაფის ექსპორტზე სასაუბროდ

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საპატრიარქოში მივიდნენ. მათ, სავარაუდოდ, კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტი განიხილეს. 

შეხვედრის სხვა დეტალი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს მთავრობამ მარიხუანის საექსპორტო პოტენციალის შესწავლის დაწყების შესახებ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა. განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა.

ამ ინიციატივიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომაც მოამზადა, რომელთა მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიც შეიმუშავა, თუმცა, სასულიერო პირების მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ შეაჩერა. 

ორი დღის წინ კი საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მთავრობისგან კანონპროექტის გაწვევა მოითხოვეს. 

კომენტარები