ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავება

ზუგდიდი ყოფილი მერი, რომელიც დააკავეს, ზურაბიშვილის შტაბის საქმიანობაში იყო ჩართული

www.zugdidimunicipality.gov.ge

ზუგდიდი ყოფილი მერი, ლაშა გოგია, რომელიც ქრთამის აღებისთის დააკავეს, ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის საქმიანობაში იყო ჩართული. იგი ქართული ოცნების ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებდა. 

ამ ფუნქციებს გოგია მას შემდეგ ასრულებდა, რაც მერის თანამდებობა დატოვა და მასზე ქრთამის აღების მუხლით გამოძიება დაიწყო. ზუგდიდის მერის პოსტიდან ის 12 სექტემბერს გადადგა. ერთი დღით ადრე, 11 სექტემბერს, გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმეზე გამოკითხეს. გადადგომის მეორე დღეს, 13 სექტემბერს კი, სუს-მა მის წინააღმდეგ ქრთამის აღების მუხლით გამოძიება დაიწყო. 

ზუგდიდის საკრებულოში ევროპული საქართველოს ფრაქციის თავმჯდომარის, ბათლომე შელიას ინფორმაციით, გოგია სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ყოფილი მერი უბრალოდ საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ზუგდიდის ოლქში დამარცხდა. სალომე ზურაბიშვილმა ხმების 33.9% აიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი - 49.1. ხმების 11% დავით ბაქრაძეს ერგო.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგიასა და ზუგდიდის ყოფილი ვიცემერის გია გულორდავას დაკავების შესახებ 1 ნოემბერს განაცხადა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები