არჩევნები 2018

ნაცვლიშვილი: არჩევნების შედეგები ჩვენი ბრალია, ზურაბიშვილს ომახიანად არ დავუჭირეთ მხარი

როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იღებს იგივე შედეგებს, რასაც "ქართული ოცნება" ამ შემთხვევაში, ეს რა თქმა უნდა შეგვიძლია დამარცხებას შევადაროთ. ამაში სალომე ზურაბიშვილს არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ეს არის ისევ და ისევ მმართველი გუნდის, ჩვენი ამ შემთხვევაში ბრალეულობა რომ ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი, ისე როგორც უნდა დაგვეჭირა ზურაბიშვილისთვის. რაღაც ასე ცალყბად გადავწყვიტეთ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა თავიდან. ეს იყო თავიდან რაღაც ისეთი მხარდაჭერა, მაგრამ არ იყო გამაგრებული ომახიანი განწყობებით, ხმამაღალი განცხადებებით, არამედ ეს იყო, გარკვეული თვალსაზრისით ცალყბა მხარდაჭერა, რამაც ამომრჩეველზე ძალიან დიდი როლი ითამაშა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა.

კომენტარები