არჩევნები 2018

ცესკო: საბერძნეთში დარღვევა დადასტურდა, ბაქრაძეზე ინფორმაცია ხელახლა გამოიკრა

ტაბულა

​ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ საბერძნეთში, სალონიკში "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია არ იყო გამოკრული. ამის შესახებ უწყების პრესსპიკერმა ისაუბრა.

"საბერძნეთში, სალონიკში ფაქტი დადასტურდა, ჩვენ გადავამოწმეთ. თუმცა უმოკლეს ვადებში მოხდა პრობლემის აღმოფხვრა, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია არ იყო გამოკრული და შემდეგ ხელახლა გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ, სადაც დავით ბაქრაძე იყო მითითებული", - თქვა ანა მიქელაძემ.

"ევროპული საქართველოს ინფორმაციით, საბერძნეთში, #37-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ სადემონსტრაციო ოქმში დავით ბაქრაძე გადახაზა და გამოაცხადა, რომ ის კენჭს აღარ იყრის.

"წარმომადგენელმა რომ გააპროტესტა, ეს სადემონსტაციო ოქმი საერთოდ მოხსნა და ნაგვის ყუთში გადაისროლა. ესეც არ არის გასაკვირი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ დიასპორაში დავით ბაქრაძის პოზიციები საკმაოდ ძლიერია და შესაბამისად, როგორც ჩანს, ამის გასანეიტრალებლად ასეთ სიბინძურეზე, პირდაპირ ტყუილზე მიდიან, თითქოს ბაქრაძემ მოხსნა კანდიდატურა. ეს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია და მოვუწოდებ ცესკოს თავმჯდომარეს უსწრაფესი რეაგირებისკენ", - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ.

კომენტარები