ავიაკატასტროფა ლესტერში

"ლესტერის" პრეზიდენტის ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა

"ლესტერის" პრეზიდენტის - ვიჩი შრივადჰანპრაბჰის პირადი ვერტმფრენი ქალაქის ერთ-ერთ ავტოსადგომზე ცეცხლმოკიდებული ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა "ლესტერისა" და "ვესტ ჰემის" მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მოხდა.

Sky Sports-ის ცნობით, "ლესტერის" მილიარდერი პრეზიდენტის ვერტმფრენი მატჩის შემდეგ სტადიონიდან აფრინდა. პილოტმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ვერტმფრენი სტადიონიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით დაენარცხა. 

ჯერჯერობით, გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია ისიც, მგზავრობის დროს იმყოფებოდა თუ არა პრეზიდენტი ვერტმფრენში.

კომენტარები