ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ხუხაშვილი: ნიჭიერმა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა ჩემი უნიჭობა?

ჭორაობაში ვერ შევყვები. რაც შეეხება ჩემს უნიჭობას, ტრაგიკომიკური ის არის, რომ სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა ბიძინა ივანიშვილი, ძალიან საყვარელი და მისი პირადი მეგობარი ვიყავი. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში რომ მოდიან, შემდეგ სხვა პრიზმაში უყურებენ ადამიანებს და აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვყოფილვარ. ჯობია, თავის გარემოცვაში მიმოიხედოს და "ნაციონალებსაც“ და ფულის ამღებებსაც იქ დაინახავს. ჩემკენ არც ერთი და არც მეორე მიმართულებით ხელის გამოშვერა არ არის სწორი საქციელი და მან მშვენივრად იცის. თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია? ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი და რატომ მივაჩნდი ძალიან საჭიროდ და პირად მეგობრად

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებზე. ივანიშვილმა ხუხაშვილს "უნიჭო ექსპერტი" უწოდა.

კომენტარები