მარიხუანის წარმოება

ივანიშვილი: მარიხუანის თემაზე მეუფე თეოდორესთან მქონდა ჩაჭიდებული საუბარი

რატომ მაინცდამაინც მარიხუანა? იმიტომ, რომ ბაზარია ამის, მოთხოვნილებაა, კომპანიები მოდიან პირდაპირ და ამბობენ, რომ აი, ასე, ასე და ასე... ბაზარი არ არის იოლი თემა, თან ამხელა რენტაბელობა, 500%-მდეა რენტაბელობა, ეს ხიბლი ამას ახლავს, თანაც ჩვენ ნარკოტიკების წარმოებაზე არ გვქონია, ამას ამახინჯებენ ყველა ოპონენტები, საუბარია სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებაზე და ამ დროს რჩება კითხვა - მარიხუანა რომ დათესე, კულტივაცია გააკეთე, სანამ წარმოებამდე მიიტანე, იქ შევლენ ახალგაზრდები, ამას დაკრიფავენ, გამოიყენებენ ნარკოტიკებად და ამას ვერ დაიცავს ქართული პოლიცია.

მოკლედ, გასარკვევია, სიღრმეებში ნუ წავალთ, დასალაგებელია, მაგრამ მაშინ დავაკელი კანადა, ძირითადი ექსპორტიორი, ვთქვი უზბეკეთი... ყველამ [დაალაგა], რა უბედურება გვჭირს, ერთერთ მეუფეს, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მასთან მქონდა ჩაჭიდებული საუბარი ამ თემაზე, მეუფე თეოდორე, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ, ისიც მაკრიტიკებდა და რა უბედურება გვჭირს მეთქი ჩვენ ასეთი, რომ მარტო ჩვენ ვერ მოვახერხებთ მეთქი ამას, მსოფლიოს ამდენი ქვეყანა ახერხებს.

მაგრამ კითხვა არის? შევაჩერეთ. არც ერთ შემთხვევაში არ დავიწყებთ, არ მიიღებს კანონს პარლამენტი თუ არ იქნება საზოგადოების აბსოლუტური მხარდაჭერა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტზე.

კომენტარები