ძალიან ხშირად მახსენებენ, პირად შეხვედრებში განსაკუთრებით, ე.წ. სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როდესაც ინცინდენტი მოხდა რესტორანში ჩხუბის. გაიხსენეთ, აუდიტის თავმჯდომარე თორდია და ფარცხალაძე. იქ მე კითხვას ვუსვამ პირიქით, რაზეც პასუხი არ აქვთ - რომ თორდია მაშინ ასრულებდა მოვალეობას, ის იყო აუდიტის სამსახურის უფროსი, იყო მთვრალ მდგომარეობაში და არანაკლებ აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე და ეს საქმე დღემდე ბოლომდე გარჩეული არ არის. აქ ცალმხრივად ფხიზელ ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას როგორ აუტეხა დებოში, ამაშიც მე არ ვეთანხმები.
ბიძინა ივანიშვილი
ივანიშვილი: ფხიზელმა ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას რომ აუტეხა დებოში, მე არ ვეთანხმები
tbl.ge/37h9
დაკოპირდა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ყოფილი მთავარი პროლურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ საუბრობს. მას პრესკონფერენციაზე ფარცხალაძის მრიდან აუდიტის სმასახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცემის შესახებ ჰკითხეს.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




