ბომბი თვითმფრინავში

ბომბის შესაძლო საფრთხის გამო საქართველო-პოლონეთის რეისი საგანგებოდ დაეშვა

wizzair

Wizz air-ის ქუთაისი-ვარშავის რეისი, ბომბის შესაძლო არსებობის გამო რუმინეთში საგანგებოდ დაეშვა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ბომბის საფრთხის შესახებ ქუთაისის აეროპორტში ქალმა დარეკა და საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

173-ვე მგზავრი უსაფრთხოდაა, რუმინეთის მთავრობა თვითმფრინავს და ბარგს ამოწმებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ზარი ცრუ განგაში აღმოჩნდა. 

კომენტარები