ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: სესიაშვილის აუზი კაპიკები დაჯდებოდა, იმიტომ, რომ ჯერ არ არის გაშვებული

ირაკლი სესიაშვილის სახლი არის 310 კვადრატული მეტრო, ნახეთ, რა კარგად ვუყურე გადაცემას? ეს სახლი არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული და მინებია ჩასმული, გალესილი, აი, რაც არის. ეს ფასი მეც ძალიან კარგად ვიცი, მაქსიმუმი ფასი არის 120 დოლარი 1კვ.მ და 100 დოლარადაც, როდესაც კომპანიას არ ქირაობ, მაგისი აშენება არ შეიძლება და 100 დოლარი , გამრავლება რომ არ გაგიჭირდეს და მაყურებელმაც კარგად გადათარგმნოს, 310 კვადრატული მეტრო რომ გაამრავლო 100 დოლარზე, არის 31 000 დოლარი.

აუზი საერთოდ კაპიკები დაჯდებოდა, იმიტომ, რომ ჯერ არ არის გაშვებული და არ ფუნქციონირებს ეს აუზი. აჩვენეთ კიდევ ერთჯერ აუზი, სად არის წყალი აუზში? ესეც არის ბეტონის, ბეტონის ფასი მე ძალიან კარგად ვიცი მშენებლობის

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ირაკლი სესიაშვილის სამსართულიან სახლზე, რომლის მშენებლობაც, დეპუტატის თქმით, 37 000 დოლარი დაჯდა.

კომენტარები