ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილი ხვალ ინტერვიუს ინგა გრიგოლიას, გიორგი გაბუნიას და ირაკლი ჩიხლაძეს მისცემს

Reuters

ხვალ, 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, "პირისპირ“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან "არჩევანი“ - გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან - "რეაქცია“ - ინგა გრიგოლიას, იწვევს მასთან ინტერვიუზე.

"იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს. ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს. ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიას მიაწვდის" - აცხადებს ქართული ოცნება და აღნიშნავს, რომ მათ "სამი ყველაზე რეიტინგული არხი" შეარჩიეს.

კომენტარები