ჯამალ ხაშოგი

საუდის არაბეთმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა დაადასტურა, დაკავებულია 18 პირი

საუდის არაბეთმა 2 ოქტომბერს გაუჩინარებული ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მოკვლის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. დაკავებულია 18 პირი. ამის შესახებ BBC წერს. 

საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი სტამბოლში მდებარე საკონსულოს შენობაში შევიდა, მას და საკონსულოს თანამშრომლებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ სიკვდილით დასრულდა. ჟურნალისტის ცხედარი ნაპოვნი არ არის. 

მომხდარის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს თურქეთში საუდის არაბეთის გენერალური კონსული, ასევე საუდის არაბეთის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. 

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით საუდის არაბეთის ეს "აღიარება" სანდოა. 

თურქეთი პასუხიმგებლობას საუდის არაბეთს აკისრებს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს და ამის დამადასტურებელი ჩანაწერებიც არსებობს. 

2 ოქტომბერს ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისათვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, საკონსულოში შესვლამდე მან საცოლეს დაუბარა, რომ თუ რამდენიმე საათში არ დაბრუნდებოდა თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებისათვის ეცნობებინა.

ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების საქმეზე დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

 

კომენტარები