სილამაზის კონკურსი

ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილთა სილამაზის კონკურსში 93 წლის პოლონელმა ქალმა გაიმარჯვა

ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილი ქალების სილამაზის კონკურსი გაიმართა. 

კონკურსის გამარჯვებული პოლონელი 93 წლის ტოვა რინგერი გახდა, რომელმაც ტრაგედიის დროს მშობლები, 4 და და ბებია დაკარგა. 

ფინალში 12 მონაწილე გავიდა. აქედან ყველაზე ახალგაზრდა 74 წლის იყო. 

სილამაზის კონკურსი პირველად 2012 წელს ჩატარდა. მაშინ ამ წამოწყებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თუმცა ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ტრაგედიის მონაწილე ქალები იმსახურებენ ხალხის ყურადღებას და აღფრთოვანებას. 

დღეის მონაცემებით, ისრაელში დაახლოებით 270 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ. 

კომენტარები